Кофемашина Saeco SM6580/10 - инструкция пользователя по применению, эксплуатации и установке на русском языке. Мы надеемся, она поможет вам решить возникшие у вас вопросы при эксплуатации техники.
Если остались вопросы, задайте их в комментариях после инструкции.
"Загружаем инструкцию", означает, что нужно подождать пока файл загрузится и можно будет его читать онлайн. Некоторые инструкции очень большие и время их появления зависит от вашей скорости интернета.

696
ქართული ენა
ქარხნული პარამეტრების აღდგენა
აპარატი გთავაზობთ ქარხნული პარამეტრების ნებისმიერ დროს აღდგენის შესაძლებლობას.
1
შეეხეთ პარამეტრების ხატულას.
2
გამოიყენეთ ზემოთ და ქვემოთ მიმართული ისრები „ქარხნული პარამეტრების“ ასარჩევად.
დაადასტურეთ OK ხატულაზე შეხებით.
3
დააჭირეთ დაწყება/გაჩერების ღილაკს იმის დასადასტურებლად, რომ გსურთ პარამეტრების
აღდგენა.
-
პარამეტრები აღდგენილია.
შემდეგი ქარხნული პარამეტრები დაყვანილია საწყისზე: წყლის სიხისტე, ლოდინის დრო,
ეკრანის სიკაშკაშე, ხმა
,
წინა განათება, პროფილები.
AquaClean წყლის ფილტრი
თქვენს აპარატს გააჩნია AquaClean ფუნქცია. თქვენ შეგიძლიათ მოათავსოთ AquaClean წყლის
ფილტრი წყლის ავზში თქვენი ყავისთვის გემოს შესანარჩუნებლად. ის ასევე ამცირებს ნადებისგან
გასუფთავების საჭიროებას თქვენს აპარატში კირქვის ნადების დაგროვების შემცირებით.
AquaClean წყლის ფილტრის შეძენა შეგიძლიათ თქვენს ადგილობრივ ან ონლაინ საცალო
მოვაჭრესთან ან მომსახურების ავტორიზებულ ცენტრებში.
AquaClean ფილტრის სტატუსის მითითება
როდესაც AquaClean გააქტიურებულია, AquaClean ფილტრის სტატუსი ყოველთვის ჩანს ეკრანზე
პროცენტული ოდენობის სახით.
-
თუ AquaClean ფილტრი 10% ან ნაკლებია, ეკრანზე გამოჩნდება შეტყობინება 2 წამის
განმავლობაში ყოველ ჯერზე, როდესაც ჩართავთ აპარატს. ეს შეტყობინება გირჩევთ, იყიდოთ
ახალი ფილტრი.
-
თუ ფილტრის სტატუსი 0%-ია, აპარატი მოგთხოვთ AquaClean ფილტრის შეცვლას ყოველ ჯერზე,
როდესაც ჩართავთ აპარატს.
AquaClean წყლის ფილტრის გააქტიურება (5 წთ.)
აპარატი ავტომატურად ვერ იცნობს, რომ ფილტრი მოთავსებულია წყლის ავზში. ამიტომ თქვენ
უნდა გაააქტიუროთ ყოველი ახალი AquaClean წყლის ფილტრი, რომელსაც დაამაგრებთ მენიუთი
„გასუფთავება“.
როდესაც აპარატი შეწყვეტს ფილტრის გააქტიურების შეტყობინების ჩვენებას, თქვენ მაინც
შეგეძლებათ AquaClean წყლის ფილტრის გააქტიურება, თუმცა მანამდე მოგიწევთ აპარატის
ნადებისგან გაწმენდა.
სანამ დაიწყებთ AquaClean წყლის ფილტრის გამოყენებას, თქვენი აპარატი სრულად უნდა იყოს
კირის ნადებისგან გასუფთავებული.
AquaClean წყლის ფილტრის გააქტიურებამდე, ის ამისათვის უნდა მომზადდეს მისი წყალში
ამოვლებით ისე, როგორც ეს აღწერილია ქვემოთ. თუ ამას არ გააკეთებთ, აპარატში წყლის
ნაცვლად შესაძლოა შევიდეს ჰაერი, რომელიც გამოიწვევს ძლიერ ხმაურს და ხელს შეუშლის
აპარატს ყავის მოდუღებაში.
1
შეეხეთ ხატულას „გასუფთავება“ და გამოიყენეთ ზემოთ და ქვემოთ მიმართული ისრები
„AquaClean“-ის ასარჩევად.
2
დასადასტურებლად შეეხეთ OK ხატულას.
Характеристики
Остались вопросы?Не нашли свой ответ в руководстве или возникли другие проблемы? Задайте свой вопрос в форме ниже с подробным описанием вашей ситуации, чтобы другие люди и специалисты смогли дать на него ответ. Если вы знаете как решить проблему другого человека, пожалуйста, подскажите ему :)











