Кофемашина Saeco SM6580/10 - инструкция пользователя по применению, эксплуатации и установке на русском языке. Мы надеемся, она поможет вам решить возникшие у вас вопросы при эксплуатации техники.
Если остались вопросы, задайте их в комментариях после инструкции.
"Загружаем инструкцию", означает, что нужно подождать пока файл загрузится и можно будет его читать онлайн. Некоторые инструкции очень большие и время их появления зависит от вашей скорости интернета.

695
ქართული ენა
თქვენს რეგიონში წყლის სიხისტის განსასაზღვრად, გამოიყენეთ წყლის
სიხისტის შესამოწმებელი ჩხირი, რომელიც მოყვება აპარატს.
1
ჩადეთ წყლის სიხისტის შესამოწმებელი ჩხირი წყალში ან დაიჭირეთ ონკანის ქვეშ 1 წამის
განმავლობაში (სურ. 18).
2
დაიცადეთ 1 წუთი. შესამოწმებელ ჩხირზე იმ კვადრატების რაოდენობა, რომლებიც
გაწითლდება, მიუთითებს წყლის სიხისტეზე (სურ. 19).
დააყენეთ აპარატი წყლის სიხისტის სწორ ნიშნულზე:
1
შეეხეთ პარამეტრების ხატულას და გამოიყენეთ ზემოთ და ქვემოთ მიმართული ისრები
„წყლის სიხისტის“ ასარჩევად. შემდეგ დააჭირეთ ხატულას OK დასადასტურებლად.
2
გამოიყენეთ ზემოთ და ქვემოთ მიმართული ისრები წყლის სიხისტის დონის ასარჩევად. ეკრანზე
არჩეული წითელი კვადრატების რაოდენობა იგივე უნდა იყოს, რაც შესამოწმებელ ჩხირზე (სურ.
20).
3
წყლის შესაბამისი სიხისტის დაყენების შემდეგ, დასადასტურებლად შეეხეთ ხატულას OK.
დაფქვის პარამეტრის დარეგულირება
ყავის სიძლიერის შეცვლა შეგიძლიათ ყავის მარცვლის კონტეინერში მოთავსებული მარცვლის
დაფქვის ზომის მარეგულირებელი ტარით. რაც უფრო დაბალზეა დაფქვის პარამეტრი, მით უფრო
წვრილად იფქვება ყავის მარცვლები და მით უფრო ძლიერი ხდება ყავა. არსებობს დაფქვის 12
სხვადასხვა პარამეტრი, რომელთაგანაც შეგიძლიათ სასურველი პარამეტრის არჩევა.
აპარატი მომართულია თქვენი ყავის მარცვლებიდან საუკეთესო გემოს მისაღებად. ამისათვის
გირჩევთ არ დაარეგულიროთ დაფქვის პარამეტრი სანამ არ მოადუღებთ 100-150 ჭიქას
(დაახლოებით 1 თვის მანძილზე გამოყენება).
დაფქვის პარამეტრის რეგულირება შეგიძლიათ მხოლოდ მაშინ, როდესაც აპარატი ფქვავს ყავის
მარცვლებს. სანამ სრულად იგრძნობთ განსხვავებას გემოებში, თქვენ უნდა მოადუღოთ 2-დან 3
სასმელამდე.
საფქვავის დაზიანების თავიდან ასარიდებლად არ დაატრიალოთ მარცვლის დაფქვის ზომის
მარეგულირებელი ტარი ყოველ ჯერზე ერთზე მეტი ნიშნულით.
1
მოათავსეთ ჭიქა ყავის ჩამოსასხმელი ტუჩის ქვეშ.
2
მოხსენით ხუფი ყავის მარცვლის ძაბრს (სურ. 21).
3
შეეხეთ ესპრესოს ხატულას და შემდეგ დააჭირეთ დაწყება/შეჩერების ღილაკს.
4
როდესაც საფქვავი იწყებს დაფქვას, დააჭირეთ მარცვლის დაფქვის ზომის მარეგულირებელ
ტარს და დაატრიალეთ იგი მარცხნივ ან მარჯვნივ (სურ. 22).
დაარეგულირეთ აპარატის სხვა პარამეტრები
პარამეტრების ხატულაზე შეხებით შეგიძლიათ აპარატის შემდეგი პარამეტრების რეგულირება:
-
წყლის სიხისტე: თქვენს რეგიონში არსებული წყლის სიხისტის მიხედვით შეგიძლიათ არჩევანი
გააკეთოთ 5 დონეს შორის.
-
ლოდინის დრო: თქვენ შეგიძლიათ 15, 30, 60 ან 180 წუთის არჩევა.
-
ეკრანის სიკაშკაშე: თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ დაბალი, საშუალო და მაღალი.
-
ენა: თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ეკრანის ენა თქვენი სურვილისამებრ.
-
ხმა: თქვენ შეგიძლიათ აპარატის ხმოვანი სიგნალის ჩართვა ან გამორთვა.
-
წინა განათება: თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ „ყოველთვის ჩართული“, „მოდუღებისას ჩართული“
ან „ყოველთვის გამორთული“.
-
საზომი ერთეული: თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ მლ.-სა და უნციას შორის
Характеристики
Остались вопросы?Не нашли свой ответ в руководстве или возникли другие проблемы? Задайте свой вопрос в форме ниже с подробным описанием вашей ситуации, чтобы другие люди и специалисты смогли дать на него ответ. Если вы знаете как решить проблему другого человека, пожалуйста, подскажите ему :)











