Кофемашина Saeco SM6580/10 - инструкция пользователя по применению, эксплуатации и установке на русском языке. Мы надеемся, она поможет вам решить возникшие у вас вопросы при эксплуатации техники.
Если остались вопросы, задайте их в комментариях после инструкции.
"Загружаем инструкцию", означает, что нужно подождать пока файл загрузится и можно будет его читать онлайн. Некоторые инструкции очень большие и время их появления зависит от вашей скорости интернета.

692
ქართული ენა
4
მოათავსეთ ფინჯანი ყავის ჩამომსხმელი ტუჩის ქვეშ. ასწიეთ ყავის ჩამომსხმელი ტუჩი ზემოთ
და ჩამოსწიეთ ის ქვემოთ, რათა დაარეგულიროთ მისი სიმაღლე იმ ფინჯნის ან მინის ჭიქის
სიმაღლეზე, რომელსაც იყენებთ (სურ. 1).
ყავის მოდუღება მარცვლებით
1
ყავის მოსადუღებლად შეეხეთ სასმელის ხატულას თქვენი არჩევნისამებრ (სურ. 2) ან შეეხეთ
ხატულას „მეტი სასმელი“ (სურ. 3).
-
ახლა თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ სასმელი თქვენი გემოვნებით (სურ. 4). გამოიყენეთ
ზემოთ და ქვემოთ მიმართული ისრები (სურ. 5) ყავის სიძლიერის დასარეგულირებლად.
შეეხეთ OK ხატულას თუ გსურთ მეტი პარამეტრის დარეგულირება (სურ. 6).
2
დააჭირეთ დაწყება/გაჩერების ღილაკს ნებისმიერ დროს არჩეული სასმელის მოდუღების
დასაწყებად.
3
სანამ აპარატი მუშაობას დაასრულებს, ყავის ჩამოსხმის პროცესის გასაჩერებლად ხელახლა
დააჭირეთ დაწყება/გაჩერების ღილაკს.
ორი ფინჯანი ყავის ერთდროულად მოსადუღებლად, ორჯერ შეეხეთ სასმელის ხატულას ან
აირჩიეთ 2x ხატულა შესაბამისი ზოლის დათვალიერებით.
არ გამოიყენოთ კარამელიზებული ან არომატული ყავის მარცვლები.
რძიანი სასმელების ხარშვა
1
გაავსეთ წყლის ავზი ონკანის წყლით და მარცვლების ძაბრი მარცვლებით.
2
მოხსენით რძის კონტეინერის ხუფი და გაავსეთ რძის კონტეინერი რძით (სურ. 7). შემდეგ
მოათავსეთ რძის ლითონის მილი კონტეინერში.
ოპტიმალური შედეგებისთვის ყოველთვის გამოიყენეთ მაცივრიდან ახლად გამოღებული რძე.
3
მიუერთეთ რძის დრეკადი მილი კაპუჩინატორს (სურ. 8).
4
შეეხეთ რძიანი სასმელის ხატულას თქვენი არჩევანის (სურ. 9) მიხედვით ან შეეხეთ ხატულას
„მეტი სასმელი“, რათა აირჩიოთ სხვა სასმელი (სურ. 3).
-
ახლა თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ სასმელი თქვენი სურვილისამებრ (სურ. 10).
5
დააჭირეთ დაწყება/გაჩერების ღილაკს.
-
გარკვეული სასმელებისთვის აპარატი ჯერ ასხამს რძეს, შემდეგ კი ყავას. რიგი სხვა
სასმელებისთვის ეს პირიქითაა, აპარატი ჯერ ყავას ჩამოასხამს, შემდეგ კი რძეს.
-
სანამ აპარატს ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოსხმული წინასწარ განსაზღვრული რაოდენობა,
რძის/ყავის ჩამოსხმის პროცესის გასაჩერებლად დააჭირეთ დაწყება/გაჩერების ღილაკს.
6
სანამ აპარატი მუშაობას დაასრულებს, სასმელის (რძე და ყავა) სრულად ჩამოსხმის პროცესის
გასაჩერებლად დააჭირეთ და არ აუშვათ ხელი დაწყება/გაჩერების ღილაკს.
7
რძის ჩამოსხმისთანავე სრულდება „HygieSteam Shot“ პროცესი. აპარატი უშვებს ორთქლს რძის
შიდა სისტემაში მის სწრაფად გამოსარეცხად.
წინასწარ დაფქვილი ყავით მოდუღებული ყავა
1
ახსენით ხუფი და ჩაყარეთ ერთი საზომი კოვზი წინასწარ დაფქვილი ყავა წინასწარ დაფქვილი
ყავის განყოფილებაში (სურ. 11).
2
სასმელის არჩევის შემდეგ, გამოიყენეთ ზემოთ და ქვემოთ მიმართული ისრები წინასწარ
დაფქვილი ყავის ასარჩევად (სურ. 12). შემდეგ დააჭირეთ დაწყება/გაჩერების ღილაკს.
შენიშვნა: თუ წინასწარ დაფქვილ ყავას აირჩევთ, ვეღარ შეძლებთ ყავის სიძლიერის
დარეგულირებას ან/და ერთზე მეტი სასმელის ერთდროულად მოდუღებას.
Характеристики
Остались вопросы?Не нашли свой ответ в руководстве или возникли другие проблемы? Задайте свой вопрос в форме ниже с подробным описанием вашей ситуации, чтобы другие люди и специалисты смогли дать на него ответ. Если вы знаете как решить проблему другого человека, пожалуйста, подскажите ему :)











