Парогенераторы Philips HI5918/20 - инструкция пользователя по применению, эксплуатации и установке на русском языке. Мы надеемся, она поможет вам решить возникшие у вас вопросы при эксплуатации техники.
Если остались вопросы, задайте их в комментариях после инструкции.
"Загружаем инструкцию", означает, что нужно подождать пока файл загрузится и можно будет его читать онлайн. Некоторые инструкции очень большие и время их появления зависит от вашей скорости интернета.

84
ტემპერატურის დაყენება ავტომატური დაყენება ქსოვილის ტიპი
შალი, ვისკოზა, პოლიესტერი და
აბრეშუმი
თეთრეულზე
ბამბა, თეთრეული
დაუთოების დასაწყებად ხანგრძლივად დააჭირეთ ორთქლის გამომშვებს. საუკეთესო დაუთოების
შედეგების მისაღებად ორთქლით დაუთოების შემდეგ ქსოვილს უთო გადაუუსვით ორთქლის
გამოშვების გარეშე.
ავტომატური გამორთვის რეჟიმი
ამ სერიის კონკრეტულ მოდელებს აქვს ავტომატური გამორთვის რეჟიმი.
-
ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით მოწყობილობა ავტომატურად გამოირთვება, როდესაც ის
არ არის გამოყენებული 5 წუთის განმავლობაში. „უთოს მზადყოფნის“ ინდიკატორი ინთება.
-
მოწყობილობის ხელახლა გასააქტიურებლად დააყენეთ ჩართვის/გამორთვის გადამრთველი
„გამორთვის“ და შემდეგ „ჩართვის“ პოზიციაზე. ამის შემდეგ მოწყობილობა კვლავ იწყებს
გათბობას.
გასუფთავება და მოვლა-შენახვა
ნადებისგან გასუფთავების ჭკვიანი სისტემა
მოწყობილობა აღჭურვილია სისტემით Smart Calc-Clean, ნადებისგან რეგულარული
გაწმენდისა და გასუფთავების უზრუნველსაყოფად. ეს გვეხმარება ორთქლის მიწოდების
ეფექტურობის შენარჩუნებაში, და დროთა განმავლობაში ნადებისგან ნაწილაკების და უთოს
ძირის ნახვრეტებიდან ჭუჭყის გამოსვლის თავიდან არიდებაში. იმაში დასარწმუნებლად,
რომ გასუფთავების პროცესი შესრულდა ორთქლის გენერატორი რეგულარულ შეხსენებებს
გამოგიგზავნით.
ხმოვანი და შუქური შეხსენება ნადებისგან გასუფთავების შესახებ
1-3 თვიანი გამოყენების შემდეგ ციმციმს დაიწყებს ნადებისგან გასუფთავების ინდიკატორი და
მოწყობილობა ხმოვან სიგნალს გამოსცემს, იმაზე მისათითებლად, რომ საჭიროა ნადებისგან
გასუფთავების პროცედურის შესრულება (სურ. 3).
რჩევა: შეგიძლიათ მშრალი უთოთი გააგრძელოთ, ორთქლის გამომშვებზე დაჭერის გარეშე.
ამას გარდა, არსებობს ორთქლის გენერატორის ნადების დაგროვებისგან დაცვის დამატებითი
მექანიზმი: ორთქლის მიწოდების ფუნქცია გამოირთვება, თუ ნადებისგან გასუფთავების
პროცედურას არ შეასრულებთ. ნადებისგან გასუფთავების ოპერაციის შესრულების შემდეგ
ორთქლის გამოშვების ფუნქცია აღდგება. ეს მოხდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი ტიპის წყალს
იყენებთ.
შენიშვნა: ნადებისგან გასუფთავების პროცესის შესრულება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი
მაშინაც კი, თუ ხმოვანი და შუქური შეხსენება ჯერ არ გააქტიურებულა.
ნადებისგან გასუფთავების პროცედურის შესრულება Calc-Clean-ის
კონტეინერის გამოყენებით
გაფრთხილება: ნადებისგან გასუფთავების პროცედურის ჩატარებისას მოწყობილობა არ
დატოვოთ მეთვალყურეობის გარეშე.
სიფრთხილის ზომები: არ შეწყვიტოთ პროცესი მოწყობილობის Calc-Clean-ის კონტეინერიდან
აღებით, რადგან უთოს ძირიდან ცხელი წყალი და ორთქლი გამოვა.
ქართული
Характеристики
Остались вопросы?Не нашли свой ответ в руководстве или возникли другие проблемы? Задайте свой вопрос в форме ниже с подробным описанием вашей ситуации, чтобы другие люди и специалисты смогли дать на него ответ. Если вы знаете как решить проблему другого человека, пожалуйста, подскажите ему :)













