Телевизоры Samsung QThe Frame 85LS03B (QE85LS03BUXUA) - инструкция пользователя по применению, эксплуатации и установке на русском языке. Мы надеемся, она поможет вам решить возникшие у вас вопросы при эксплуатации техники.
Если остались вопросы, задайте их в комментариях после инструкции.
"Загружаем инструкцию", означает, что нужно подождать пока файл загрузится и можно будет его читать онлайн. Некоторые инструкции очень большие и время их появления зависит от вашей скорости интернета.

მადლობას გიხდით Samsung-ის ამ პროდუქტის შეძენისთვის.
უფრო სრულყოფილი მომსახურების მისაღებად, გთხოვთ, დაარეგისტრიროთ პროდუქტი საიტზე www.samsung.com
მოდელი სერიული
№
ამ „მომხმარებლის სახელმძღვანელო“-ში მოცემული სურათები და ილუსტრაციები ატარებს მხოლოდ ცნობით
ხასიათს და შესაძლოა განსხვავდებოდეს პროდუქტის რეალური იერსახისაგან.
პროდუქტის დიზაინი და მახასიათებლები შესაძლოა შეიცვალოს შეტყობინების გარეშე მწარმოებლის მიერ.
© 2022 Samsung Electronics Co., Ltd. ყველა უფლება დაცულია.
სანამ მომხმარებლის
სახელმძღვანელოს გაეცნობით
ამ ტელევიზორის კომპლექტში შედის „მომხმარებლის
სახელმძღვანელო“ და ჩაშენებული ელექტრონული
სახელმძღვანელო ( >
მენიუ
>
პარამეტრები
>
მხარდაჭერა
>
e-Manual-ის გახსნა
).
გაფრთხილება! მნიშვნელოვანი
მითითებები უსაფრთხოებასთან
დაკავშირებით
სანამ ტელევიზორს გამოიყენებთ, გაეცანით „უსაფრთხოების
წესებს“. ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოყვანილია იმ
სიმბოლოთა განმარტება, რომლებიც შესაძლოა თქვენს
Samsung-ის პროდუქტზე იყოს.
ყურადღება
დენის დარტყმის რისკი. არ გახსნათ.
გაფრთხილება: დენის დარტყმის რისკის შესამცირებლად,
არ მოხსნათ საფარი (ან უკანა პანელი). ნუ შეაკეთებთ შიგნით
არსებულ ნაწილებს თვითნებურად. ტექნიკური მომსახურების
ჩასატარებლად მიმართეთ, კვალიფიციურ პერსონალს.
ეს სიმბოლო მიუთითებს, რომ შიგნით მაღალი
ძაბვაა. სახიფათოა ამ მოწყობილობის შიდა
ნაწილებთან ნებისმიერი სახის კონტაქტი.
ეს სიმბოლო მიუთითებს, რომ ამ
ანმოწყობილობას მოჰყვება მნიშვნელოვანი
სახელმ. ექსპლუატაციისა და ტექნიკური
მომსახურების შესახებ.
II კლასის მოწყობილობა: ეს სიმბოლო
მიუთითებს, რომ დამცავი შეერთება ელექტრულ
დამიწებასთან არ არის საჭირო. თუ ეს სიმბოლო
არ არის ნაჩვენები პროდუქტზე ელექტრული
სადენით, მოწყობილობას აუცილებლად უნდა
ჰქონდეს სანდო შეერთება დამიწებასთან.
ცვლადი დენის ძაბვა: ნომინალური ძაბვა,
აღნიშნული ამ სიმბოლოთი, არის ცვლადი
დენის ძაბვა.
მუდმივი დენის ძაბვა: ნომინალური ძაბვა,
აღნიშნული ამ სიმბოლოთი, არის მუდმივი
დენის ძაბვა.
გაფრთხილება. იხილეთ გამოყენების
ინსტრუქცია: ეს სიმბოლო მიუთითებს,
რომ უსაფრთხოების შესახებ დამატებითი
ინფორმაციისთვის, მომხმარებელმა უნდა
იხილოს მომხმარებლის სახელმძღვანელო
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
ელექტროენერგია
•
არ გადატვირთოთ დენცქვიტები, დამაგრძელებლები
ანგადამყვანები მათ ძაბვაზე და სიმძლავრეზე მეტად.
ამანშესაძლოა გამოიწვიოს დენის დარტყმა ან ხანძარი.
ძაბვისა და ამპერაჟის შესახებ ინფორმაცია იხილეთ
სახელმძღვანელოს კვების წყაროს ტექნიკური
მახასიათებლების განყოფილებაში ან პროდუქტის კვების
წყაროს ეტიკეტზე.
•
კვების სადენები ისე უნდა იყოს განთავსებული, რომ
მათზეშეუძლებელი იყოს დაბიჯება, მათზე ან მათ ახლოს
მდგომი საგნების ზეწოლა. განსაკუთრებული ყურადღება
მიაქციეთ სადენების ელ.ჩანგლის დაბოლოებებს,
დენცქვიტებს და იმადგილებს, საიდანაც სადენი
მოწყობილობიდან გამოდის.
•
არასოდეს შეაერთოთ მეტალის დეტალები მოწყობილობის
ღია ნაწილებში. ამან შესაძლოა გამოიწვიოს დენის დარტყმა.
•
დენის დარტყმის თავიდან ასაცილებლად, არასოდეს შეეხოთ
მოწყობილობის შიდა ნაწილებს. ეს მოწყობილობა უნდა
გახსნას, მხოლოდ კვალიფიციურმა სპეციალისტმა.
•
დარწმუნდით, რომ დენის სადენი მყარად არის
ჩასმული დენცქვიტაში. დენის სადენის გამოერთებისას
დენცქვიტიდან, ყოველთვის გამოსწიეთ ელ.ჩანგალი.
არასოდეს გამოსწიოთ მხოლოდ დენის სადენი. არ
მოჰკიდოთ სველი ხელები დენის სადენს.
•
თუ ეს მოწყობილობა არ მუშაობს გამართულად,
განსაკუთრებით, თუ მისგან უჩვეულო ხმაური ან სუნი
მოდის, დაუყოვნებლივ გამორთეთ დენის წყაროდან
დადაუკავშირდით ავტორიზებულ დილერს ან Samsung-ის
მომსახურების ცენტრს.
•
ამ მოწყობილობის დასაცავად მეხის დაცემისგან ან
ზედამხედველობის გარეშე ხანგრძლივად დატოვებისას,
აუცილებლად გამოაერთეთ ის დენცქვიტიდან და გათიშეთ
ანტენა ან საკაბელო სისტემა.
–
დაგროვებულმა მტვერმა შესაძლოა დენის დარტყმა,
დენის გადატანა ან ხანძარი გამოიწვიოს, რადგან
დენის სადენში წარმოიქმნება ნაპერწკლები და სითბო.
ამანშეიძლება გამოიწვიოს ასევე იზოლაციის დაზიანება.
•
გამოიყენეთ, მხოლოდ სათანადო დამიწების მქონე
ელ.ჩანგალი და დენცქვიტა.
–
არასწორმა დამიწებამ შეიძლება გამოიწვიოს დენის
დარტყმა ან მოწყობილობის დაზიანება. (მხოლოდ l
კლასის მოწყობილობისთვის.)
•
მოწყობილობის სრულად გამოსართავად გამოაერთეთ ის
დენცქვიტიდან. იმისთვის, რომ აუცილებლობის შემთხვევაში
სწრაფად შეძლოთ მოწყობილობის გამორთვა დენის
წყაროდან, დარწმუნდით, რომ დენცქვიტა და ელ.ჩანგალი
ადვილად არის ხელმისაწვდომი.
მონტაჟი
•
არ მოათავსოთ მოწყობილობა რადიატორის ან
გამათბობლის ახლოს ან მათზე, ან ისეთ ადგილზე, სადაც ის
მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედების ქვეშ იქნება.
•
მოწყობილობაზე არ მოათავსოთ წყლით სავსე ჭურჭელი
(ლარნაკები და ა.შ.), რადგან ამან შეიძლება ხანძარი და
დენის დარტყმა გამოიწვიოს.
•
არ მოათავსოთ მოწყობილობა ისეთ ადგილზე სადაც
საშიშროება იქნება მასში წვიმის წვეთების ან ტენის
მოხვედრის.
•
იმ შემთხვევაში, თუ ტელევიზორის მონტაჟს ძლიერ
დაბინძურებულ, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის,
მაღალი ტენიანობის, ქიმიური ნივთიერებების შემცველ
გარემოში ან ისეთ ადგილზე აპირებთ, სადაც მან დღე-
ღამეში 24 საათი უნდა იმუშაოს, მაგალითად, აეროპორტში,
რკინიგზის სადგურში და ა.შ., დამატებითი ინფორმაციისთვის
აუცილებლად დაუკავშირდით Samsung-ის ავტორიზებულ
მომსახურების ცენტრს. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობამ
შესაძლოა თქვენი ტელევიზორის სერიოზული ზიანი
გამოიწვიოს.
•
მოწყობილობას არ უნდა ხვდებოდეს წყლის წვეთები ან
შხეფები.
ტელევიზორის მონტაჟი კედელზე
თუ ტელევიზორს კედელზე დაამონტაჟებთ,
ზუსტად დაიცავით მწარმოებლის მიერ
ჩამოყალიბებული მითითებები. თუ ტელევიზორი
არასწორად იქნება დამონტაჟებული, ის
შეიძლება ჩამოცურდეს ან ჩამოვარდეს და
ადამიანის სერიოზული ტრავმა და ტელევიზორის
სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს.
•
Samsung-ის კედელზე საკიდი ნაკრების შესაკვეთად
დაუკავშირდით მის მომსახურების ცენტრს.
•
Samsung-ი არ იქნება პასუხისმგებელი პროდუქტის რაიმე
ზიანის ან თქვენთვის მოყენებული დაზიანებისთვის, თუ
გადაწყვეტთ, რომ კედლის სამაგრი დამოუკიდებლად
დაამაგროთ.
•
კომპანია Samsung-ი არ არის პასუხისმგებელი პროდუქტის
დაზიანებაზე ან ტრავმებზე, როდესაც არ არის გამოყენებული
VESA-ს სტანდარტის მქონე კედლის საკიდი, ან როდესაც
მომხმარებელი არ ასრულებს პროდუქტის მონტაჟის წესებს.
•
კედლის სამაგრი უნდა დაამაგროთ მყარ კედელზე,
რომელიც იატაკის პერპენდიკულარულია. მის დამაგრებამდე
იმ ზედაპირზე, რომელიც თაბაშირ-მუყაოსი არ არის,
დაუკავშირდით უახლოეს დილერს, დამატებითი
ინფორმაციისთვის. თუ ტელევიზორს ჭერზე ან დახრილ
კედელზე დაამონტაჟებთ, ის შეიძლება ჩამოვარდეს და
ადამიანის სერიოზული ზიანი გამოიწვიოს.
•
გირჩევთ, რომ კედლის სამაგრის ნაკრების მონტაჟისას
ოთხივე VESA ხრახნი ჩაამაგროთ.
•
თუ კედლის სამაგრის ნაკრების მონტაჟი კედელზე ისე
გსურთ, რომ მხოლოდ ორი ზედა ხრახნი გამოიყენოთ,
აუცილებლად გამოიყენეთ Samsung-ის კედლის სამაგრის ის
ნაკრები, რომელიც ასეთი მონტაჟისთვის არის განკუთვნილი.
"(შესაძლოა, ასეთი ტიპის კედლის სამაგრის ნაკრების შეძენა
ვერ შეძლოთ თქვენი რეგიონიდან გამომდინარე.)"
•
არ დაამონტაჟოთ ტელევიზორი 15 გრადუსზე მეტი
დახრილობით.
•
კედლის სამაგრი ნაკრების სტანდარტული ზომები
ნაჩვენებია Quick Setup Guide-ის ცხრილში.
არ დაამონტაჟოთ კედლის სამაგრი ნაკრები,
როდესაც ტელევიზორი ჩართული იქნება.
ამან შესაძლოა გამოიწვიოს დენის დარტყმით
მიყენებული ტრავმა.
•
არ გამოიყენოთ ხრახნები, რომელთა სიგრძე აღემატება
სტანდარტულ ზომას ან არ შეესაბამება VESA-ს სტანდარტის
ხრახნების მახასიათებლებს. ზედმეტად გრძელმა ხრახნებმა
შეიძლება გამოიწვიოს ტელევიზორის შიდა ნაწილის
დაზიანება.
•
იმ კედლის სამაგრების ხრახნების სიგრძე, რომლებიც არ
შეესაბამება VESA სტანდარტს, შეიძლება განსხვავდებოდეს
კედლის სამაგრების მახასიათებლების შესაბამისად.
•
არ დაამაგროთ ხრახნები ძალიან მჭიდროდ. ამან შეიძლება
დააზიანოს პროდუქტი ან გამოიწვიოს მისი ჩამოვარდნა,
რასაც შესაძლოა მოჰყვეს ადამიანების დაზიანება. კომპანია
Samsung-ი არ არის პასუხისმგებელი ამ ტიპის უბედურ
შემთხვევებზე.
•
ტელევიზორის კედელზე მონტაჟი უნდა შეასრულოს ორმა
ადამიანმა.
–
კედელზე 208 სმ ან უფრო დიდი მოდელების მონტაჟისას
ოთხი ადამიანია საჭირო.
ტელევიზორის სათანადო ვენტილაციის
უზრუნველყოფა
ტელევიზორის და One Connect დეკოდერის მონტაჟისას
დაიცავით მანძილი მინიმუმ 10 სმ-ის ოდენობით One Connect
დეკოდერსა და სხვა საგნებს (კედლები, კარადის გვერდები
და ა.შ.) შორის, რათა უზრუნველყოფილი იყოს სათანადო
ვენტილაცია. სათანადო ვენტილაციის სტანდარტების
დაუცველობამ შესაძლოა ხანძარი ან მოწყობილობასთან
დაკავშირებული პრობლემა გამოიწვიოს, რისი მიზეზიც შიდა
ტემპერატურის მატება იქნება.
•
როდესაც ტელევიზორს სადგამით ან კედლის სამაგრით
ამონტაჟებთ, ჩვენი მკაცრი რეკომენდაციაა, გამოიყენოთ
მხოლოდ Samsung-ის მიერ მოწოდებული დეტალები. სხვა
მწარმოებლის მიერ მოწოდებული დეტალების გამოყენებამ
შესაძლოა სირთულეები შექმნას მოწყობილობასთან
დაკავშირებით და გამოიწვიოს ტრავმა მოწყობილობის
ჩამოვარდნის გამო.
უსაფრთხოების წესები
ყურადღება
: ტელევიზორის გამოწევამ, მისთვის
ხელის კვრამ და მასზე აცოცებამ შესაძლოა
ტელევიზორის გადმოვარდნა გამოიწვიოს.
კერძოდ, ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ
ბავშვები არ ჩამოეკიდონ ტელევიზორს ან არ
გამოიწვიონ მისი წონასწორობის დარღვევა. ამ
ქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტელევიზორის
გადმოვარდნა, რისი შედეგიც შეიძლება
გახდეს სერიოზული ტრავმა ან სიკვდილი.
დაიცავით სიფრთხილის ყველა ზომა, რომელიც
მითითებულია „უსაფრთხოების წესებში“, ის
ტელევიზორს აქვს თანდართული. დამატებითი
მდგრადობისა და უსაფრთხოებისთვის,
შეგიძლიათ, შეიძინოთ და დაამონტაჟოთ
გადმოვარდნისგან დამცავი მოწყობილობა,
რისთვისაც გთხოვთ იხილოთ „ტელევიზორის
დაცემის თავიდან არიდების“ განყოფილება.
გაფრთხილება
: არასოდეს განათავსოთ ტელევიზორი
არამყარ ადგილზე. ტელევიზორი შესაძლოა
გადმოვარდეს, რაც გამოიწვევს სერიოზულ ტრავმას
ან სიკვდილს. მრავალი ტრავმის თავიდან აცილებაა
შესაძლებელი, განსაკუთრებით ბავშვებში, ისეთი მარტივი
სიფრთხილის ზომების გატარებით, როგორებიცაა:
•
ყოველთვის გამოიყენეთ Samsung-ის მიერ რეკომენდებული
კარადები, სადგამები ან მონტაჟის მეთოდები.
•
ყოველთვის გამოიყენეთ ავეჯი, რომელზეც ტელევიზორი
უსაფრთხოდ დაიდგმება.
•
არ განათავსოთ ტელევიზორი, ავეჯის კიდეზე, შესაძლოა
გადმოვარდეს.
•
მიაწოდეთ ინფორმაცია ბავშვებს საფრთხის შესახებ,
რომელიც ავეჯზე აძრომას უკავშირდება, რათა ტელევიზორს
ან მართვის მოწყობილობებს არ მისწვდნენ.
•
ისე გაიყვანეთ ტელევიზორთან მიერთებული სადენები, რომ
შეუძლებელი იყოს მათთვის ფეხის გამოდება, მათი მოქაჩვა
ან ხელში აღება.
•
არასოდეს განათავსოთ ტელევიზორი არამყარ ადგილზე.
•
არ დადგათ ტელევიზორი მაღალ ავეჯზე (მაგალითად,
ბუფეტზე ან წიგნების თაროზე), თუ ავეჯსაც და
ტელევიზორსაც შესაბამის საყრდენზე არ დაამაგრებთ.
•
არ დადგათ ტელევიზორი ქსოვილზე ან სხვა მასალაზე,
რომელიც შესაძლოა ტელევიზორსა და საყრდენ ავეჯს
შორის იყოს მოთავსებული.
•
ავეჯზე, რომელზეც ტელევიზორი დგას, არ
მოათავსოთნივთები, მაგალითად, სათამაშოები და
დისტანციურიმართვის მოწყობილობები, რომლებმაც
შესაძლოა ბავშვებს აძრომისკენ უბიძგონ.
თუ აპირებთ არსებული ტელევიზორის ახალ ადგილზე
გადატანას, იმავე წესებით უნდა იხელმძღვანელოთ, რომლებიც
ზემოთ არის აღწერილი.
•
როდესაც ტელევიზორის გადაადგილება მოგიწევთ ადგილის
შეცვლისთვის ან გასაწმენდად, არ გამოსწიოთ სადგამი.
ტელევიზორის დაცემის თავიდან არიდება
კედლის ანკერი
(არ შედის
კომპლექტში)
1.
საიმედოდ მიამაგრეთ კედლის საკიდის ნაკრები შესაბამისი
ხრახნების გამოყენებით. დარწმუნდით, რომ ხრახნები
მყარად არის კედელში ჩასმული.
–
კედლის სახეობიდან გამომდინარე, შესაძლოა,
დაგჭირდეთ ისეთი დამატებითი დეტალები, როგორიცაა
კედლის ანკერები.
2.
შესაბამისი ზომის ხრახნის გამოყენებით მყარად მიამაგრეთ
კედლის საკიდი ნაკრები ტელევიზორს.
–
ხრახნების მახასიათებლებს გაეცანით Quick Setup Guide-
ის სტანდარტული ხრახნების ცხრილში.
3.
ტელევიზორზე მიმაგრებული და კედელზე დამაგრებული
საკიდები მაგარი თოკით გადააბით და თოკი მაგრად
შეკარით.
–
ტელევიზორი კედლის სიახლოვეს დაამონტაჟეთ, რათა ის
უკან არ გადავარდეს.
–
თოკი ისე გადააბით, რომ კედელზე დამაგრებული
საკიდები იმავე სიმაღლეზე ან იმაზე დაბლა იყოს, ვიდრე
ტელევიზორზე დამაგრებული საკიდები.
სიფრთხილის ზომები ტელევიზორის
მონტაჟისას სადგამით
როდესაც ტელევიზორს სადგამით ამონტაჟებთ, ეცადეთ, რომ
სადგამი მაგიდის ზედაპირის უკანა მხარეს არ განათავსოთ.
საწინააღმდეგო შემთხვევაში ამან შეიძლება ტელევიზორის
ქვედა ნაწილში განთავსებული მოძრაობის სენსორის
გაუმართაობა გამოიწვიოს.
ფუნქციონირება
•
ეს მოწყობილობა იყენებს ბატარეებს. თქვენს რეგიონში
შესაძლოა მოქმედებდეს გარემოსდაცვითი რეგულაციები,
რომლებიც ბატარეების სათანადო უტილიზაციას მოითხოვს.
გთხოვთ, მიმართოთ ხელისუფლების ადგილობრივ
ორგანოებს უტილიზაციის ან გადამუშავების შესახებ
ინფორმაციის მისაღებად.
•
აქსესუარები (დისტანციური მართვის მოწყ, და ა.შ.)
ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას შეინახეთ.
•
არ დაარტყათ და დააგდოთ მოწყობილობა. თუ პროდუქტი
დაზიანებულია, გამოაერთეთ დენის სადენი და Samsung-ის
მომსახურების ცენტრს დაუკავშირდით.
•
არ ჩააგდოთ დისტანციური მართვის მოწყობილობა ან
ბატარეები ცეცხლში.
•
არ შეაკეთოთ მოწყობილობა თვითნებურად, რაც გამოიწვევს
მოკლე ჩართვას, არ დაშალოთ და არ გადაახუროთ
ბატარეები.
•
ყურადღება
: არსებობს აფეთქების საფრთხე,
თუდისტანციური მართვის მოწყ.-ში გამოყენებულ
ბატარეებს არასათანადო ტიპის ბატარეებით შეცვლით.
ჩაანაცვლეთმხოლოდ იგივე ან მსგავსი ტიპის ბატარეებით.
•
გაფრთხილება – ხანძრის გავრცელების
თავიდან ასაცილებლად სანთლები და
ღია ცეცხლის მქონე სხვა ნივთები ამ
პროდუქტისგან ყოველთვის შორს გქონდეთ.
ტელევიზორის მოვლა
•
ამ მოწყობილობის გასაწმენდად გამოაერთეთ დენის
სადენი დენქცვიტიდან და გაწმინდეთ პროდუქტი რბილი,
მშრალი ნაჭრით. არ გამოიყენოთ ისეთი ქიმიკატები,
როგორიცაა ცვილი, ბენზოლი, ალკოჰოლი, გამხსნელები,
ინსექტიციდები, ჰაერის გამაგრილებლები, საპოხი მასალები
ან სარეცხი საშუალებები. ასეთმა ქიმიკატებმა შესაძლოა
დააზიანოს ტელევიზორის გარეგნული მხარე ან წაშალოს
პროდუქტზე დატანილი ნაბეჭდი.
•
წმენდის განმავლობაში ტელევიზორის კორპუსი და ეკრანი
შესაძლოა დაიკაწროს. ნაკაწრების თავიდან ასაცილებლად,
კორპუსი და ეკრანი საგულდაგულოდ გაწმინდეთ რბილი
ნაჭრით.
•
უშუალოდ ტელევიზორს არ მიასხუროთ წყალი ან რაიმე
სხვა სითხე. ნებისმიერმა სითხემ, რომელიც პროდუქტში
შეაღწევს, შესაძლოა დაზიანება, ხანძარი ან დენის დარტყმა
გამოიწვიოს.
01 რა არის დეკოდერი?
დარწმუნდით, რომ ტელევიზორთან ერთად კომპლექტში
მიიღეთ შემდეგი დეტალებიც. თუ რაიმე არის გამორჩენილი,
დაუკავშირდით დილერს.
•
Samsung-ის გონიერი პულტი/მოწყობილობა
•
მომხმარებლის სახელმძღვანელო
•
საგარანტიო ფურცელი / ნორმატიული სახელმძღვანელო
(ზოგიერთ რეგიონში არ არის ხელმისაწვდომი)
•
One Connect დეკოდერი
•
One Connect დეკოდერის დენის სადენი
•
One Invisible Connection
•
დეტალის ფერი და ფორმა შესაძლოა მოდელის სახეობიდან
გამომდინარე განსხვავდებოდეს.
•
სადენები, რომლებიც არ შედის კომპლექტში, შეგიძლიათ,
ცალკე შეიძინოთ.
•
ყუთის გახსნისას შეამოწმეთ აქსესუარები, რომლებიც
შესაძლოა შესაფუთი მასალების უკან ან მათში იყოს
დამალული.
გაფრთხილება
: არასწორი ექსპლუატაციისას
უშუალოდაწოლამ შესაძლოა ეკრანი დააზიანოს.
ჩვენ გირჩევთ, ტელევიზორი კიდეებიდან ასწიოთ,
როგორც ეს ნაჩვენებია. მოპყრობის შესახებ
დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით Quick
Setup Guide-ს, რომელიც თან ერთვის პროდუქტს.
არ შეეხოთ ამ
ეკრანს!
02 ტელევიზორის მიერთება
One Connect დეკოდერთან
ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიუერთოთ One
Connect დეკოდერი-ის მეშვეობით, გაეცანით Quick Setup Guide-ს.
•
არ გამოიყენოთ One Connect დეკოდერი
ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ
მდგომარეობაში.
•
დაიცავით სიფრთხილე, რომ კაბელი
ქვემოაღნიშნულ რომელიმე ქმედებას არ
დაექვემდებაროს. One Invisible Connection
შეიცავს კვების წრედს.
მოხრა
დახლართვა
მოქაჩვა
დაწოლა
დენის დარტყმა
პირველი კლასის ლაზერული პროდუქტი (One Invisible
Connection
)
•
ყურადღება – გახსნილ მდგომარეობაში უხილავი
ლაზერული გამოსხივებაა. არ უყუროთ სხვის.
–
მეტისმეტად არ გადახაროთ One Invisible Connection
კაბელი. არ გადაჭრათ კაბელი.
–
კაბელზე მძიმე საგნები არ მოათავსოთ.
–
კაბელის მაერთებლები არ დაშალოთ.
•
ყურადღება – მართვის და რეგულირების იმ ელემენტების
გამოყენებამ ან პროცედურებს შესრულებამ, რომლებიც
ამ დოკუმენტში არ არის განსაზღვრული, შესაძლოა საშიში
რადიაციური დასხივება გამოიწვიოს.
03 საწყისი გამართვა
როდესაც ტელევიზორს პირველად ჩართავთ, ის მყისვე
დაიწყებს „საწყის გამართვას“. მიყევით ეკრანზე გამოტანილ
მითითებებს და ტელევიზორის საბაზისო პარამეტრები
დააყენეთ რეგიონის შესაბამისად.
•
თუ 43LS03B მოდელს ამონტაჟებთ კედლის სამაგრის სახით,
შეიძლება მისი ვერტიკალურად დამონტაჟება და გამოყენება.
–
ზოგი ფუნქცია შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი
ვერტიკალური ორიენტაციის ან სრული ეკრანის
რეჟიმისთვის.
–
საწყისი გამართვა ოპტიმიზებულია ჰორიზონტალური
რეჟიმისთვის.
TV-ს მართვა-ის გამოყენება
ტელევიზორის ჩართვა შეგიძლიათ
TV-ს მართვა
ღილაკით,
რომელიც ტელევიზორის ქვედა მარჯვენა კუთხეში, უკანა
მხარეს არის განთავსებული, შემდეგ კი გამოიყენეთ
მართვის
მენიუ
.
მართვის მენიუ
მაშინ გამოჩნდება, როდესაც ღილაკს
TV-ს
მართვა
დააჭერთ და ტელევიზორი ჩართული იქნება.
•
ეკრანი შესაძლოა დაბინდული იყოს, თუ არ იქნება აცლილი
დამცავი ფირი ტელევიზორის ქვედა ნაწილში. გთხოვთ,
ააცალოთ დამცავი ფირი.
მართვის მენიუ
TV-ს მართვა
ღილაკი /
დისტანციური მართვის სენსორი
/
Motion Sensor
/
მიკროფონის გადამრთველი
•
ტელევიზორის რეჟიმი
–
დააჭირეთ: გადაადგილება
–
ხანგრძლივად დააჭირეთ: არჩევა
•
არტ რეჟიმი
–
დააჭირეთ
: გადართეთ ტელევიზორის რეჟიმზე.
•
ხელოვნების ნიმუშები
რეჟიმში დისტანციური მართვის
სენსორი ტელევიზორის ქვედა ნაწილში გამორთული იქნება.
მიკროფონის ჩართვა და გამორთვა
გამორთული
ჩართული
მიკროფონის ჩართვა და გამორთვა შეგიძლიათ გადამრთველის
საშუალებით, რომელიც ტელევიზორის ქვედა მარჯვენა
კუთხეში, უკანა მხარეს არის განთავსებული. თუ მიკროფონი
გამორთულია, არცერთი ხმოვანი და ბგერითი ფუნქცია იქნება
ხელმისაწვდომი, რომელიც მიკროფონს იყენებს.
•
მოდელიდან გამომდინარე, მიკროფონის მდებარეობა და
ფორმა შესაძლოა განსხვავდებოდეს.
•
სტატისტიკური ჩატარებისას, როდესაც მონაცემების აღება
მიკროფონიდან ხდება, მონაცემები არ ინახება.
04 გაუმართაობის გამოსწორება
და ტექნიკური მომსახურება
გაუმართაობის გამოსწორება
დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით შემდეგს:
"
პრობლემის აღმოფხვრა
" ან შემდეგს: "
FAQ
" აქ: e-Manual.
>
მენიუ
>
პარამეტრები
>
მხარდაჭერა
>
e-Manual-ის
გახსნა
>
პრობლემის აღმოფხვრა
ან
FAQ
თუ გაუმართაობის გამოსწორების რჩევებიდან ყველა
გამოუსადეგარია, გთხოვთ, ეწვიოთ გვერდს"www.samsung.
com" და დააჭირეთ ღილაკს „მხარდაჭერა“, ან Samsung-ის
მომსახურების ცენტრს დაუკავშირდით.
•
ეს თხევადკრისტალური TFT-პანელი სუბ პიქსელებისგან
შედგება, რომელთა წარმოება რთულ ტექნოლოგიას
მოითხოვს. მიუხედავად ამისა, ეკრანზე შესაძლოა
რამდენიმე მკვეთრი ან ბნელი პიქსელიც იყოს. ეს პიქსელები
პროდუქტის მუშაობაზე გავლენას არ ახდენს.
•
ტელევიზორის ოპტიმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად
განაახლეთ მისი პროგრამული უზრუნველყოფა უახლეს
ვერსიამდე. გამოიყენეთ
ახლავე განახლება
ან
ავტო-განახლება
ფუნქციები ტელევიზორის მენიუში ( >
მენიუ
>
პარამეტრები
>
მხარდაჭერა
>
პროგრამის განახლება
>
ახლავე
განახლება
ან
ავტო-განახლება
).
ტელევიზორი არ ირთვება.
•
დარწმუნდით, რომ One Connect დეკოდერის დენის სადენი
საიმედოდ არის ჩართული One Connect დეკოდერში და
დენცქვიტაში.
•
დარწმუნდით, რომ დენცქვიტა მუშა მდგომარეობაშია, ხოლო
დისტანციური მართვის სენსორი ტელევიზორის ქვედა
ნაწილში წითლად ანთია.
•
დააჭირეთ ღილაკს
TV-ს მართვა
ტელევიზორის ქვედა
მარჯვენა კუთხეში, უკანა მხარეს, რათა დარწმუნდეთ, რომ
პრობლემა დისტანციური მართვის პულტს არ უკავშირდება.
თუ ტელევიზორი ჩაირთვება, გაეცანით განყ. „დისტანციური
მართვის მოწყობილობა არ მუშაობს“.
დისტანციური მართვის მოწყობილობა არ მუშაობს.
•
შეამოწმეთ, ციმციმებს თუ არა დისტანციური მართვის
სენსორი ტელევიზორის ქვედა ნაწილში, როდესაც
ღილაკს აწვებით დისტანციური მართვის მოწყობილობაზე.
–
დისტანციური მართვის მოწყობილობის ბატარეების
დაცლის შემდეგ ბატარეები დამუხტეთ USB- პორტის
(C ტიპის) მეშვეობით ან გადმოაბრუნეთ ის, რათა მზის
ბატარეა შუქსიკენ მიმართოთ.
•
დისტანციური მართვის მოწყობილობა, უშუალოდ
ტელევიზორისკენ მიმართეთ 1,5-1,8 მ მანძილიდან.
•
თუ თქვენს ტელევიზორს კომპლექტში მოჰყვა Samsung-ის
გონიერი პულტი/მოწყობილობა (Bluetooth დისტანციური
კავშირით), აუცილებლად დაუწყვილეთ ის ტელევიზორს.
იმისათვის, რომ დააწყვილოთ Samsung-ის გონიერი პულტი/
მოწყობილობა, დააჭირეთ და ღილაკებს ერთად 3
წამის განმავლობაში.
ეკო-სენსორი და ეკრანის სიმკვეთრე
ეკო-სენსორი ტელევიზორის სიმკვეთრეს ავტომატურად
არეგულირებს. ეს ფუნქცია აღიქვამს თქვენი ოთახის განათებას
და ავტომატურად ახდენს ტელევიზორის სიმკვეთრის
ოპტიმიზირებას, დენის მოხმარების შესამცირებლად. თუ
ამის გამორთვა გსურთ, გადადით შემდეგზე: >
მენიუ
>
პარამეტრები
>
ყველა პარამეტრი
>
ზოგადი ნაწილი და
კონფიდენციალურობა
>
კვებისა და ენერგიის დაზოგვა
>
სიკაშკაშის ოპტიმიზაცია
.
•
ეკო-სენსორი ტელევიზორის ქვედა ნაწილშია
განთავსებული. არ დაბლოკოთ სენსორი რაიმე საგნით. ამან
შესაძლოა გამოსახულების სიმკვეთრე შეამციროს.
05 მახასიათებლები და სხვა
ინფორმაცია
ტექნიკური მახასიათებლები
გამოსახულების გარჩევადობა
3840 x 2160
ხმა (გამომავალი)
43"-50": 20 ვტ
55"-85": 40 ვტ
ელექტროენერგიის წყარო
AC100-240V~ 50/60Hz
ელექტროენერგიის მოხმარება
QE43LS03BAU: 110 ვტ
QE50LS03BAU: 120 ვტ
QE55LS03BAU: 170 ვტ
QE65LS03BAU: 215 ვტ
QE75LS03BAU/QE85LS03BA: 290 ვტ
სამუშაო ტემპერატურა
10 °C-დან 40 °C-მდე (50 °F-დან 104 °F-მდე)
სამუშაო ტენიანობა
10 %-დან 80 %-მდე კონდენსაციის გარეშე
შენახვის ტემპერატურა
-20 °C-დან 45 °C-მდე (-4 °F-დან 113 °F-მდე)
ტენიანობა შენახვისას
5 %-დან 95 %-მდე კონდენსაციის გარეშე
შენიშვნები
•
ეს მოწყობილობა წარმოადგენს B კლასის ციფრულ
მოწყობილობას.
•
დენის მიწოდების და დენის მოხმარების
შესახებინფორმაციისთვის გაეცანით მონაცემებს
მოწყობილობაზე თანდართულ ეტიკეტზე.
–
მოდელების უმეტესობაში ეტიკეტი ტელევიზორის უკანა
მხარეს არის მიმაგრებული. (ზოგიერთ მოდელზე ეტიკეტი
მოწყ. შიგნით არის).
–
One Connect დეკოდერის ეტიკეტი მოთავსებულია One
Connect დეკოდერის ქვედა ნაწილში.
•
LAN სადენის მისაერთებლად გამოიყენეთ CAT 7 (*STP ტიპის)
მისაერთებელი სადენი. (100/10 მბ/წმ)
* Shielded Twisted Pair
•
Quick Setup Guide-ის გამოსახულებები და მახასიათებლები
შესაძლოა პროდუქტის რეალური იერსახისგან
განსხვავდებოდეს.
•
შემთხვევები, რომელთა დროს შესაძლოა დაწესებულ იქნეს
ადმინისტრაციული მოსაკრებელი:
(ა) თქვენი მოთხოვნის შესაბამისად ხდება ინჟინრის
გამოძახება,მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ პროდუქტს არ აქვს
ხარვეზი (ანუ მომხმარებელმა ყურადღებით არ წაიკითხა
სახელმძღვანელო)
(ბ) თქვენ მიგაქვთ ნივთი Samsung-ის მომსახურების
ცენტრში, მაგრამ აღმოჩნდება, რომ პროდუქტს არ აქვს
ხარვეზი (ანუ მომხმარებელმა ყურადღებით არ წაიკითხა
სახელმძღვანელო)
•
ტექნიკოსის ვიზიტამდე გეცნობებათ ადმინისტრაციული
მოსაკრებლის შესახებ
რეკომენდაცია – მხოლოდ ევროკავშირი
ამასთან, Samsung-ი აცხადებს, რომ მოცემული
რადიომოწყობილობა შესაბამისობაშია 2014/53/
EU დირექტივასთან და დიდი ბრიტანეთის შესაბამის
საკანონმდებლო მოთხოვნებთან.
შესაბამისობის დეკლარაციის სრული ტექსტი ხელმისაწვდომია
შემდეგ ინტერნეტ–მისამართზე:
http://www.samsung.com გადადით გვერდზე „მხარდაჭერა“ და
შეიყვანეთ მოდელის დასახელება.
ამ მოწყობილობის გამოყენება შეიძლება ევროკავშირის ყველა
ქვეყანასა და გაერთიანებულ სამეფოში.
ელექტროენერგიის მოხმარების
შემცირება
ტელევიზორის გამორთვისას ის „მოლოდინის“ რეჟიმში
გადადის. „მოლოდინის“ რეჟიმში ის განაგრძობს მცირე
რაოდენობის ელექტროენერგიის მოხმარებას. თუ არ გსურთ
ტელევიზორის გამოყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში,
ელექტროენერგიის მოხმარების შესამცირებლად გამოაერთეთ
დენის სადენი.
ლიცენზიები
The terms HDMI, HDMI High-Definition Multimedia Interface, HDMI
trade dress and the HDMI Logos are trademarks or registered
trademarks of HDMI Licensing Administrator, Inc.
GEO
-00
დაუკავშირდით Samsung-ს მთელ მსოფლიოში
თუ თქვენ გაქვთ რაიმე წინადადებები ან კითხვები Samsung-ის პროდუქციასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაუკავშირდეთ Samsung-ის
საინფორმაციო ცენტრს.
ქვეყანა
Samsung-ის მომსახურების ცენტრი
ვებსაიტი
RUSSIA
8-800-555-55-55
www.samsung.com/ru/support
BELARUS
810-800-500-55-500
www.samsung.com/ru/support
GEORGIA
0-800-555-555
www.samsung.com/ru/support
ARMENIA
0-800-05-555
www.samsung.com/ru/support
AZERBAIJAN
0-88-555-55-55
www.samsung.com/ru/support
KAZAKHSTAN
8-10-800-500-55-500 (GSM: 7799)
www.samsung.com/kz_ru/support
UZBEKISTAN
00-800-500-55-500 (GSM: 7799, 0799 (Uztelecom))
www.samsung.com/uz_ru/support
KYRGYZSTAN
00-800-500-55-500 (GSM: 9977)
www.samsung.com/kz_ru/support
TAJIKISTAN
8-10-800-500-55-500 (GSM: 8888)
www.samsung.com/kz_ru/support
MONGOLIA
1800-25-55
www.samsung.com/kz_ru/support
UKRAINE
0-800-502-000
www.samsung.com/ua/support (Ukrainian)
MOLDOVA
+373-22-667-400
მომხმარებლის სახელმძღვანელო
Характеристики
Остались вопросы?Не нашли свой ответ в руководстве или возникли другие проблемы? Задайте свой вопрос в форме ниже с подробным описанием вашей ситуации, чтобы другие люди и специалисты смогли дать на него ответ. Если вы знаете как решить проблему другого человека, пожалуйста, подскажите ему :)