Водонагреватели Ariston PRO1 R 100 V1,5K PL - инструкция пользователя по применению, эксплуатации и установке на русском языке. Мы надеемся, она поможет вам решить возникшие у вас вопросы при эксплуатации техники.
Если остались вопросы, задайте их в комментариях после инструкции.
"Загружаем инструкцию", означает, что нужно подождать пока файл загрузится и можно будет его читать онлайн. Некоторые инструкции очень большие и время их появления зависит от вашей скорости интернета.

45
GE
არის ბუნებრივი პროცესი, რომელიც დაკავშირებულია წყლის თერმულ გაფართოებასთან გათბობის პროცესში.
რეკომენდირებულია დამცავი სარქვლის სადრენაჟო ხვრელის კანალიზაციის სისტემასთან შეერთება. წყალსადენის
ქსელის 5 ბარზე მაღალი წნევის დროს აუცილებელია დამცავი სარქველის წინ წყლის წნევის რედუქტორის
დაყენება.
4.3.3. დამცავი გამორთვის მოწყობილობა
თუ მოწყობილობა მიეწოდება დამცავი გამორთვის მოწყობილობით, რომელიც განთავსებულია ელ. სადენზე,
მაშინ წყალგამაცხელებელი ავზის წყლის შევსების და სისტემის ჰერმეტულობის შემოწმების შემდეგ - ჩართეთ
წყალგამაცხელებლის ელექტრო ჩანგალი დენცქვიტაში და შეასრულეთ შემდეგი მოქმედებები: - დააჭირეთ ღილაკს
„RESET” დამცავი გამორთვის მოწყობილობის კორპუსზე. აინთება ინდიკატორი, რომელიც მოწმობს კვების მიწოდებას
- დააჭირეთ ღილაკს „TEST“. ძაბვა აღარ მიეწოდება და კვების ინდიკატორი ჩაქრება. - ისევ დააჭირეთ ღილაკს „RESET”.
თუ აინთენა კვების ინდიკატორი, ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა მოწყობილობის უსაფრთხო გამოყენება. - თუ ღილაკის
„RESET” დაჭერის შემდეგ კვების ინდიკატორი არ აინთება - მიმართეთ უახლოეს ავტორიზებულ სერვის ცენტრს.
4.3.4. გამათბობელი ელემენტი (ТЭН)
მილისებური გამაცხელებელი ელემენტი (ТЭН) განკუთვნილია წყლის გასათბობად შიდა ავზში ელექტრული
ენერგიის თბურში გარდაქმნის გზით. მის ზედაპირზე კირის ნადების (მინადუღის) წარმოქმნამ შესაძლოა გამოიწვიოს
თბოგაცემის გაუარესება, გადახურება და სათბობი ელემენტის მწყობრიდან ნაადრევი გამოსვლა. რეგულარულად
შეამოწმეთ და საჭიროების შემთხვევაში მოაცილეთ მინადუღი მისი ზედაპირიდან მინადუღის მოსაცილებელი
საშუალების დახმარებით.
გარანტია გამათბობელ ელემენტზე ძალადაკარგულია ერთი ან რამდენიმე პირობის შესრულებისას:
- წყლის სიხისტე აღემატება 25°С;
- მინადუღის ფენის სისქე სათბობის ელემენტის ზედაპირზე შეადგენს 5 მმ-ზე მეტს;
- მაგნეზიუმის ანოდის ნარჩენი ზომა შეადგენს თავდაპირველის 30%-ზე ნაკლებს.
4.4. ყურადღება მიაქციეთ
4.4.1.
მწარმოებელი არ არის პასუხისმგებელი ზარალზე, რომელიც მიყენებულია არასწორი შეერთების ან მოცემული
სახელმძღვანელოს მოთხოვნების დაუცველობის შედეგად.
4.4.2
. მილსადენი და ჩამკეტი არმატურა უნდა შეესაბამებოდეს წყალსადენის ქსელის პარამეტრებს.
4.4.3. წყლის გამაცხელებელი არის ტექნიკურად რთული საყოფაცხოვრებო დანიშნულების ელექტრული
მოწყობილობა.
4.4.4.
50°C-ზე მეტად ცხელ წყალს შეუძლია ძლიერი დამწვრობებისა და სასიკვდილო დაზიანებების გამოწვევა.
ბავშვები, ხანდაზმულები და დასუსტებული ჯანმრთელობის მქონე ადამიანები უფრო არიან დაქვემდებარებულნი
დამწვრობის რისკს.
4.4.5.
წყლის გამაცხელებლიდან შესაძლოა წყალი წვეთავდეს, ამიტომ ნუ დატოვებთ მის ქვეშ ძვირფას საგნებს და ნივთებს.
4.4.6. აუცილებელია წყლის გამაცხელებლიდან წყლის გამოშვება, თუ მოწყობილობის დაყენების ადგილას არსებობს
ტემპერატურის 0°C-ზე ქვევით დაწევის ალბათობა.
4.4.7. წყლის გამაცხელებლის მონტაჟი და შეერთება ხორციელდება მყიდველის ხარჯზე.
4.4.8. თერმოიზოლაციის კვალი ნაკეთობის გარე კორპუსზე არის საწარმოო პროცესის ტექნოლოგიური თავისებურება
და არ წარმოადგენს დეფექტს.
4.4.9. ყველა სარემონტო სამუშაო და მოწყობილობის მომსახურება უნდა ჩატარდეს მხოლოდ წყლის გამაცხელებლის
ელექტროკვების წყაროდან გათიშვის შემდეგ.
4.4.10. ყველა ხარვეზის აღმოფხვრა ხდება მხოლოდ სარემონტო ორგანიზაციების სპეციალისტების მიერ.
4.4.11.
მწობრიდან გამოსვლის დროს გათიშეთ წყალგამაცხელებელი ელექტროკვების წყაროდან, გადაკეტეთ ცივი
წყლის მიწოდება და აცნობეთ სერვისის სამსახურს შესახებ.
4.4.12.
სერვის ცენტრში მიმართვამდე დარწმუნდით, რომ მწყობრიდან გამოსვლა არ არის დაკავშირებული წყლის
მომარაგების ან ელექტროკვების შეფერხებასთან.
საგარანტიო მომსახურების ყველა საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ უახლოეს ავტორიზებულ სერვის ცენტრს
4.5.
აკრძალულია
4.5.1.
წყლის გამაცხელებლის კონსტრუქციის შეცვლა.
4.5.2.
ვერტიკალური მოდელების ჰორიზონტალურად დაყენება, ჰორიზონტალურების კი - ვერტიკალურად.
4.5.3.
წყლის გამაცხელებლის არადანიშნულებისამებრ გამოყენება.
4.5.4.
ექსპლუატაციის დროს წყლის გამაცხელებლის დახრა, გადაადგილება ან გადაბრუნება.
4.5.5.
დამცავი სარქველის წყალგასაშვები ხვრელის დახურვა ან დახშობა.
4.5.6. ელექტროკვების ჩართვა, თუ წყლის გამაცხელებელი არ არის წყლით შევსებული.
4.5.7. მოწყობილობის პლასტმასის თავსახურის მოხსნა ჩართული ელექტროკვების დროს.
4.5.8. წყლის გამათბობელის ჩართვა გაუმართავი დამიწების ან მისი არარსებობის დროს.
4.5.9. დამიწების სახით გათბობის ან ცივი და ცხელი წყლის წყალმომარაგების მილსადენების გამოყენება.
4.5.10. სამკაპების, დამაგრძელებლების და გადამყვანების გამოყენება ელექტროკვების წყაროსთან შესაერთებლად.
4.5.11. წყალგამაცხელებლის ჩართვა გამათბობელი ელემენტის ან თერმოსტატის მწყობრიდან გამოსვლის
შემთხვევაში.
4.5.12.
წყლის გამაცხელებლის გამოყენება წყლის წნევის რედუქტორის გარეშე წყალსადენის ქსელის 5 ბარზე მეტი
წნევის დროს.
4.5.13.
წყლის გამაცხელებლის შეერთება მილებთან და ფიტინგებთან, რომლებიც არ არიან გათვლილნი 80°C-ზე
მეტ ტემპერატურაზე მაქსიმალური წნევის დროს.
4.5.14.
წყალსადენის ქსელში წყლის გამაცხელებლის შეერთება დამცავი სარქველის გარეშე ან სარქველით,
რომელსაც გააჩნია სხვა მახასიათებლები, კომპლექტში მიწოდებულთან შედარებით.
4.5.15.
დამცავი სარქველის შეერთება წყლის გამაცხელებლის ცხელი წყლის გამოსასვლელთან.
4.5.16. მოწყობილობის დაყენება არაგანიავებად და ნესტიან სათავსებში.
4.5.17. წყლის გამაცხელებლის ექსპლუატაცია დაბალ ტემპერატურაზე.
4.5.18. მოწყობილობის დაქვემდებარება პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედებისადმი.
მწარმოებელი იტოვებს უფლებას შეიტანოს ნებისმიერი ცვლილება პროდუქტის კონსტრუქიცაში, დიზაინში,
კომპლექტაციასა და სხვა მახასიათებლებში წინასწარი შეტყობინების გარეშე.
ეს მოწყობილობა შეესაბამება WEEE 2012/19 / EU დირექტივის მოთხოვნებს.
გადახაზული ნაგვის ყუთის სიმბოლო ნიშნავს, რომ გამოყენებადი კანონმდებლობის მოქმედი ნორმატივების
შესაბამისად, ეს მოწყობილობა უტილიზირებულ უნდა იქნას ცალკე საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან.
მომხმარებელი პასუხისმგებელია მოწყობილობის უტილიცაზიაზე, რითაც ხელს უწყობს გარემოს დაცვას და
უზრუნველყოფს მასალების განმეორებით გამოყენებას, რომლისგანაც დამზადებულია პროდუქტი.
Содержание
- 2 Орнату, пайдалану және қызмет көрсету жөніндегі нұсқаулық бет; დამონტაჟების, ექსპლუატაციისა და მომსახურების ინსტრუქცია გვ
- 3 ЭЛЕКТРИЧЕСКИЕ ВОДОНАГРЕВАТЕЛИ; Сталь с эмалевым покрытием; - Водосодержащая емкость серии PRO1 R DRY -; или в представительство компании-производителя.; ЭЛЕКТРИЧЕСКИЕ ВОДОНАГРЕВАТЕЛИ; Модель; Сталь с эмалевым покрытием; ГАРАНТИЙНЫЙ ТАЛОН
- 7 ОБЩИЕ ТРЕБОВАНИЯ
- 9 Символ Значение
- 10 ТЕХНИЧЕСКИЕ ХАРАКТЕРИСТИКИ
- 11 Фланец на 5-ти болтах
- 39 საერთო მოთხოვნები
- 54 Идентификационная табличка
- 55 Recommendation on the storage water heater installation
- 56 Устройство водонагревателя
- 57 Схема установки
Характеристики
Остались вопросы?Не нашли свой ответ в руководстве или возникли другие проблемы? Задайте свой вопрос в форме ниже с подробным описанием вашей ситуации, чтобы другие люди и специалисты смогли дать на него ответ. Если вы знаете как решить проблему другого человека, пожалуйста, подскажите ему :)